вторник, 25 ноября 2008 г.

ძნელია დღეს მსოფლიოში მოიძებნოს ისეთი ერი, ნაცია, რომელსაც არ ჰყავდეს ფსევდონიმით მოღვაწე პიროვნებები. მაგრამ ამავე დროს ცოტაა ისეთი ადამიანები, რომლებიც თავად განუმარტავენ საზოგადოებას, თუ რატომ გადაწყვიტეს ფსევდონიმით მოღვაწეობა.

ფსევდონიმი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,შეცდომით წოდებულს". ,,ფსეუდოს" - ტყუილი, ,,ონომა" - სახელი. პირველად ფსევდონიმის გამოყენება გვხვდება ჯერ კიდევ V-IV სს. ძველი წელთ აღრიცხვით. არისტოფანე საკუთარ პიესებს სცენაზე დგამდა თანამედროვეების,კომიკოსი პოეტების - ფილონიდესა და კალისტრატეს სახელებით, თუმცა მაყურებელმა იცოდა, რომ ავტორი არისტოფანე იყო.

ფსევდონიმი - ეს არის გამოგონილი სახელი ან პირობითი ნიშანი, რომლითაც ავტორი წარმოადგენს თავის ნაწარმოებს.

ფსევდონიმით სარგებლობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. განსაკუთრებით ხშირია ფსევდონიმით მოღვაწეობა მხატვრებში, მწერლებში, მუსიკოსებში, პოლიტიკურ მოღვაწეებსა და მსახიობებში.

ფსევდონიმი იგივე ნიღაბია. ადამიანები მრავალი მიზეზის გამო მალავენ საკუთარ სახეს თუ სახელს. ყველას თავისი მიზეზი აქვს. მაგალითად, ზოგი იყენებს ფსევდონიმს ცენზურისათვის თვალის ასახვევად, ზოგი არაკეთილხმოვანი გვარის დასამალად, ზოგიც თანამოგვარეთაგან გამოსარჩევად და ა.შ.

ფსევდონიმი შეიძლება ლიტერატურული მისტიკაციის ერთ-ერთ სახეობად ჩაითვალოს. ზოგიერთ პიროვნებას ძირითადის გარდა კიდევ რამდენიმე ფსევდონიმი გააჩნია. ზოგჯერ ფსევდონიმს უმატებენ გვარს ხშირად ფსევდონიმი მთლიანად დევნის ნამდვილ გვარ-სახელს და იკავებს მათ ადგილს.

ზოგიერთ შემთხვევაში ფსევდონიმი მიგვანიშნებს პიროვნების ეროვნებას მაგ: ლესია უკრაინკა, იეთიმ გურჯი და სხვანი, დაბადების ადგილს (შიო არაგვისპირელი), პროფესიას, ხასიათს ან შემოქმედების დამახასიათებელ ნიშანს. ზოგჯერ ფსევდონიმი თვალის ასახვევად არასწორად მიუთითებს სქესზე (ჟორჟ სანდი).

არსებობს ფსევდონიმების 80-ზე მეტი სახეობა. შეიძლება მათი კლასიიკაციაც, რასაც აკეთებენ მათი გარეგანი აგებულებისა და შინაარსობრივი მნიშვნელობების გათვალისწინებით.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კითხვა კითხვად რჩება: რატომ იყენებენ ადამიანები ფსევდონიმებს, რა იმალება მათ უკან?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მართლაც რომ რთულია. გორის მე-9 საჯარო სკოლის Vგ კლასის მოსწავლეები შეეცდებიან პროექტზე ,,ფსევდონიმი" მუშაობის დროს შეძლებისდაგვარად გასცენ პასუხი დასმულ კითხვებს.

ვინაიდან პროექტის ფასილიტატორი არის ქართველი და ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ, არ გავცდებით ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და შემოგთავაზებთ რამოდენიმე ქართველ გამოჩენილ პიროვნებას, რომლებიც მოღვაწეობდნენ ფსევდონიმით. ამ ეტაპზე ძირითადად შემოვიფარგლებით ქართველი მწერლებით და შემოგთავაზებთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან: ვაჟა-ფშაველა და მისი ძმა ბაჩანა, შიო მღვიმელი, შიო არაგვისპირელი, მარი ჯანი, იოსებ გრიშაშვილი
ასევე ავირეთ ისტორიული პირები არსენა მარაბდელი და მაია წყნეთელი

2 комментария:

elen комментирует...

ყოჩაღ ხათუნა მშვენიერი ნამუშევარია.მიხარია,რომ ჩვენი ტრენინგის მსმენელი იყავი.წარმატებებს გისურვებ!

ელენე ხაჩიძე

ქეთევან ლობჟანიძე. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია. ხელოვნებათმცოდნე. комментирует...

ძალიან მომეწონა შენი "ფსევდონიმი" ხათო, წარმატებებს გისურვებ!